ჯანდაცვის მინისტრი: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
„ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ბოლოდროინდელი ცვლილებების ფონზე, რაც უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების გადახედვას. მივიღეთ გადაწყვეტილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს გაზრდილი ხარჯი, სახელმწიფოს მხრიდან, საკუთარ თავზე იქნა აღებული. ეს მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხის გაზრდის მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, შეჭირვებული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი უცვლელი დარჩეს.
მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ.
სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.
რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.
ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.
1777985332
ახალი ამბებიჩიხელიძე: ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა, სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი ბრძოლა
„სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება...
1777983715
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა
„ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა. მისი თქმით...
1777979983
ახალი ამბებისუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქ...
1777979140
ახალი ამბებიანა დოლიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა. როგორც დოლიძე აღნიშნავს, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც...
1777978681
ახალი ამბებიპაპუაშვილი ოპოზიციური ალიანსის შეხვედრებზე: დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი - მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან
დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი - ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან და საბოლოო ჯამში უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, - ასე შეაფასა პარლამენტი...































