კახა კალაძე: ეს კანონები კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, ცდილობენ, როგორმე სათავეში მოიყვანონ აგენტურა - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ

„გრძელდება შანტაჟი, ახალი არაფერია, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმინოთ, რატომ არის ცუდი „გამჭვირვალობის კანონი“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ევროკომისიისგან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებაა მოთხოვნილი.
მისივე განმარტებით, მათი პრობლემა არა აღნიშნულ კანონში, არამედ იმაშია, რომ საქართველოს პატრიოტი ხელისუფლება ჰყავს.
„დღემდე არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგოდ. ასევე, საუბარი იყო კანონთან, რაც მნიშვნელოვანია ოჯახური სიწმინდისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, ქალი ქალია და კაცი კაციაო. ჩვენ ნებისმიერ მოქალაქის უფლებებს ვიცავთ განურჩევლად მათი სარწმუნეობისა, პოლიტიკური შეხედულებისა და სექსუალური დამოკიდებულებისა. ეს კანონები კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც არ მისცა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ქვეყანაში გაჩაღებულიყო მეორე ფრონტი, მიერთებოდა სანქციებს. ეს არის ის, რაზეც გვებრძვიან, ცდილობენ, როგორმე ჩამოაგდონ დღევანდელი ხელისუფლება და მოიყვანონ სათავეში აგენტურა - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ. თუ რაიმე არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, მზად ვართ დისკუსიისთვის. არაერთხელ გვისაუბრია თუნდაც მაშინ, როცა გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით, მაშინ ერთადერთი პასუხი ჰქონდათ - „იმიტომ“ , - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხი არის ერთგვარი შანტაჟი.
„ვიყოთ თანმიმდევრულები, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას გახსოვთ, რომ არ მისცეს ქვეყანას სტატუსი მაშინ, როცა პირველი, ვინც მას იმსახურებდა, ჩვენი ქვეყანა იყო - კონკრეტული ნაბიჯებით, რეფორმებით და საქმეებით. მაშინ პოლიტიკურად მოტივირებული იყო აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ დაეჩაგრათ ქართული მხარე. მოგვიანებით კი მოუწიათ, მოეცათ სტატუსი, მაგრამ მცდელობა ჰქონდათ, რომ ქვეყანაში მოეწყოთ გადატრიალება. მარტივი „მესიჯი“ ჰქონდათ - ქართველი ხალხი იმსახურებთ სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ხალხმა სწრაფად გააანალიზა ყველაფერი. იგივე ხდება ახლაც, როდესაც საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე, როცა ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინაა იმ ქვეყნებზე, ვისთანაც მოლაპარაკებების გახსნაზეცაა საუბარი, ამ დროს შენ არ გიხსნიან, ეს არის მძიმე.
ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, გრძელდება მუქარა, რომელიც გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და გაჩაღდა ომი. ეს არის ერთგვარი ფარი, ვითომ აღნიშნული კანონმდებლობა წარმოადგენს პრობლემას. ჩვენი სწრაფვა ევროპული მომავლისკენ არ არის დაკავშირებული ამ კონკრეტულ ბიუროკრატებთან. ჩვენ გვინდა ევროპა სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ევროპა იმის ხარჯზე არ გვინდა, რომ ქვეყნის ინტერესები დაითმოს. არსად გამქრალა ის საშიშროება, რომ ომში ჩართვა უნდათ. დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომი? პირიქით, ხელშეწყობაა და დღესაც საშიშროებაა, რომ ეს უბედურება არ დატრიალდეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1752923438
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით
„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხ...
1752921324
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები
დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების...
1752919954
მსოფლიოშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გ...
1752919882
მსოფლიოაშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...
1752918381
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...