კახა კალაძე: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ

„ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარედან მიღებული მითითებით ცდილობს, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, წაბილწოს სხვადასხვა ქმედებით“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას საზოგადოება „ქართულის“ განცხადებას.
კახა კალაძის თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება გარედან შემოსული თანხების შესახებ საუბრობდა, საზოგადოების ნაწილი ქილიკობდა, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაფერს ფარდა ახადა.
„ეროვნულ ცნობიერებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს ვინ ებრძვის ხომ ვიცით - ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარე დავალებებით. ისინი გარედან მიღებული მითითებით ცდილობენ, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, იყოს წაბილწული სხვადასხვა ქმედებით. თუნდაც სარწმუნოების მხრივ, პატრიარქის, ჩვენი კულტურის, ტრადიციების წინააღმდეგ გამოდიან. ეს შემთხვევითი არ არის, ყველაფერი იმართება და ფინანსდება გარედან.
არიან სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, ნებისმიერ სიბინძურეს გააკეთებენ და დავალებებს შეასრულებენ. ეს მიმართულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები აქვთ და ა.შ. ამაზე როცა ვსაუბრობდით, დაგვცინოდნენ, ქილიკობდნენ - რა გლობალური ომის პარტია, რა გარედან შემოსული თანხებიო.
გამოვიდა დონალდ ტრამპი და ყველაფერს ახადა ფარდა, დაარქვა თავისი სახელი, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით თანხების შემოდინება და ქვეყნის შიგნით რევოლუციას ხმარდებოდა.
ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესები იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1757261574
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
1757260350
საზოგადოებაპრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შ...
1757258031
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალშია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. იგი სოციალურ ქსელში მისალოც ქარდს აქვეყნებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკ...
1757257956
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. „საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!“, - წერს ირაკლი...
1757257357
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში თავი გ...