კახა კალაძე: როდესაც ადამიანებთან მიდიხარ და მხარდაჭერას სთხოვ, თავაწეული უნდა მიხვიდე - მე ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და ძლიერი გუნდი

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს შეხვედრები გვქონდა ისნისა და სამგორის რაიონების მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ როგორც უკვე განხორციელებულ, ისე სამომავლო პროექტებზე, - წერს დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
„როდესაც ადამიანებთან მიდიხარ და მხარდაჭერას სთხოვ, თავაწეული უნდა მიხვიდე - მე ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და ძლიერი გუნდი. ვფიქრობ, თბილისელებს დავუმტკიცეთ, რომ შეგვიძლია საქმის კეთება. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. სამგორის რაიონის მაგალითი რომ ავიღოთ, თითით საჩვენებელია, თუ როგორ შეიძლება, მიგდებული, გაუბედურებული ტერიტორიები გარდაიქმნას ულამაზეს რეკრეაციულ სივრცეებიდ. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და პრობლემა გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია, ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და თბილისს მოუაროს ისე, როგორც საჭიროა, არის სწორედ „ქართული ოცნება“, - წერს კახა კალაძე.
1757261574
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
1757260350
საზოგადოებაპრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შ...
1757258031
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალშია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. იგი სოციალურ ქსელში მისალოც ქარდს აქვეყნებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკ...
1757257956
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. „საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!“, - წერს ირაკლი...
1757257357
სპორტისაქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში თავი გ...