კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ, სად და როგორ იქნება, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელია „მოღალატეები“
„საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვოს.
მისი თქმით, ეს ალიანსი მოჩვენებითია და ამ პარტიებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვთ.
„საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ეს ერთობაც მოჩვენებითია. ჯერ ერთი, ყველა განულებული და გაუბედურებულია, არც ერთს არანაირი რესურსი არ აქვს ქართულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ ყველამ იცის - ისინი არიან მოღალატეები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არა ქართველ ხალს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ინტერესებს ემსახურებიან, არამედ გარედან წამოსულ მითითებებსა და დავალებებს და მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ და არსებობს კონკრეტული მაგალითებიც ჩადენილი ამ ტიპის მძიმე დანაშაულებისა ქვეყნის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ მაინტერესებს, ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
1775718891
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობი...
1775717814
საზოგადოებამარნეულში ბრალდებულმა კაცს ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს. ამის შესახებ...
1775716783
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.ს., 2...
1775715192
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ ინფორმაციის შეცვლა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს იმ ფაქტს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახ...
1775713812
საზოგადოებამაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არ განახლებას აფასებს. „ეს მიუთით...


























