კახა კალაძე საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციაზე: ამ ადამიანებს არაფერი აღარ დარჩათ და ასე ცდილობენ ყურადღების მიქცევას - საარჩევნო შტაბთან ილანძღებიან

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი შედეგი მსგავს მცდელობებს არ მოაქვს, ლანძღვა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა კი დემოკრატიასთან შესაბამისობაში არ მოდის.

„არ მივესალმები ამ ტიპის პერფორმანსებს, რომ ერთმანეთს ხელი შევუშალოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ საარჩევნო კამპანიის დროს, არ ჯდება დემოკრატიაში. რა საჭიროა შეურაცხყოფის მიყენება? მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? ასე თვითონ დაზიანდებიან.

ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი ადამიანები არიან. მაიკლ ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს. არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757261574

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე

1757260350

საზოგადოება

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შ...

მიხეილ ყაველაშვილჯ

1757258031

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. იგი სოციალურ ქსელში მისალოც ქარდს აქვეყნებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკ...

შალვა პაპუაშვილი

1757257956

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. „საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!“, - წერს ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1757257357

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში თავი გ...

საქართველოს ნაკრებ