კახა კალაძე – სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია, ჩვენი ამოცანა არა კამათი, არამედ პრობლემების დროულად მოგვარებაა

სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, არაფერი საგანგაშო არ არის და ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება.

„ძალიან მოკლე დროში მოსული უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი მხოლოდ თბილისში არ ქმნის პრობლემებს. მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში, მათ შორის ჩვენზე ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და ბევრი საკითხი მოწესრიგებულია. თუმცა, დროის მოკლე მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა თბილისში არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, ყველგან, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ, პირველ რიგში, ვაახლებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ვაწყობთ სანიაღვრე სისტემებს და ა.შ.

გვახსოვს, წინა წლებში გზების რეაბილიტაცია ხშირად მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით შემოიფარგლებოდა. ჩვენ კი, ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციისას პირველ რიგში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაახლებთ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა, დღეს კი, ამ პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს.

არაფერი საგანგაშო არ არის, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროული მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის. ჩვენ ამ მიდგომას მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველა იმ ქუჩასა და გამზირზე, სადაც რეაბილიტაციის სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაახლებთ. ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და ამავე პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784640332

ახალი ამბები

ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა

„საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისი ინფორმ...

ლევან მოსეშვილი

1784639221

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6301 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6315 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784638062

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტო

1784636843

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია

„საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს აერო...

ლევან მოსეშვილ

1784636220

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს

„საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყ...

ლევან ჟორჟოლიანი