კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა.
როგორ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მეტრომშენის დასახლებაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. მისივე თქმით, ეს პროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც მეტრომშენის დასახლების მთისძირის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე გავაჟღერეთ. ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ისნის რაიონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია GWP-ს მიერ ფუნდამენტურად განახლდება წყალმომარაგების 1580-მეტრიანი და წყალარინების
1270-მეტრიანი ქსელები. ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს მთისძირის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. კერძოდ, ქუჩის მთელ სიგრძეზე, რომელიც 900 მეტრია, ელექტროენერგიისა და კავშირგაბმულობის საჰაერო სადენები მიწისქვეშა სპეციალურ კაბელარხებში განთავსდება, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ისე ურბანული იერსახის მოწესრიგებას. მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა: სამანქანო გზის სავალ ნაწილზე დაიგება მაღალი ხარისხის ორფენიანი ასფალტის საფარი, სრულად მოეწყობა და განახლდება საფეხმავლო ბილიკები.
1786135808
საზოგადოება2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...
1786135770
საზოგადოებაოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს...
1786135105
საზოგადოებარუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა...
1786134911
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამი...
1786134716
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...


























