ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ, ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი“, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა, ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი.
„მარტო საქართველოში არ ხდება ასე, მთელი მსოფლიო ეგრეა. ადამიანის ბუნება მაგ მხრივ უნივერსალურია.
ვინ არ გახდება კორუმპირებული თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ? განათლებული ინტელიგენტი ადამიანი დაბალი ვიტალურობით. პრობლემაა რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არათუ თავისი ნებით არ მიდის, დაძალებითაც ვერ აიძულებ.
ძალიან იშვიათად რომ ეს ორი პოლუსი დაემთხვეს. ვინ იყო ღარიბაშვილი მე მგონი ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ აქტიური ადამიანი სჭირდებოდათ, საქმის გამკეთებელი და ენდნენ. მან კი ეს ნდობა ვერ გაამართლა, სიტყვა გატეხა. ამიტომ მისი ღალატი უფრო მტკივნეულია ვიდრე გახარიასი. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება.
ენდობი ადამიანს, აძლევ შანსს. გიღალატებს და თავი ჭკვიანი ჰგონია. სინამდვილეში დაბლა ეცემა, ვერ ხვდება ეგ არის მისი ტრაგედია, კანონზე უფრო მძიმე. თითოეულ ჩვენგანს ჰქონია ალბათ ეგეთი შემთხვევა ცხოვრებაში როდესაც ადამიანს ენდობი, არა იმიტომ რომ მასში დარწმუნებული ხარ. არამედ იმიტომ რომ შანსს აძლევ გახდეს უფრო კეთილშობილი. საკუთარ ბუნებაზე ამაღლდეს. გახსოვთ ალბათ ჰიუგოს „განკიცხულნი“, ჟან ვალჟანის და პასტორის სცენა. პირად ღალატს ჯანდაბას, აპატიებ. ქვეყნის ღალატს ვერ აპატიებ“, - წერს ჭოტორლიშვილი.
1787892956
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლ...
1787863859
მსოფლიოპოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შეს...
1787862808
საზოგადოებაშიო მესამე მარიამობის დღესასწაულზე წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
„ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთ...
1787861425
საზოგადოება28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა...
1787859591
მსოფლიოდონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, და...





























