ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს.

მისი თქმით, საამაყოა, როდესაც ადამიანი სანქცირდება იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესებზე წინ ქვეყნის ინტერესები აყენებს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მშვიდობისთვისაა დასანქცირებული, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ფაქტობრივად, 3 წლის განმავლობაში ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა იმისათვის, რომ შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ ის უზარმაზარი, გაყინული თანხა, რომელიც მან, რა თქმა უნდა, არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო.

ეს მას ვერ ვერ აპატიეს. ეს რაღაც „დე იურე“ სანქცია იყო ამჟამინდელი ადმინისტრაციის ბოლო „კუდის მოქნევა“. ვფიქრობ, საამაყოა, როდესაც სანქცირდები იმისთვის, რომ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მეორე პლანზე აყენებ პირად ინტერესებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736399592

მსოფლიო

კაპიტოლიუმის შენობაში დააკავეს კაცი, რომელსაც რამდენიმე დანა ჰქონდა

პოლიციამ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში დააკავა მამაკაცი, რომელსაც მაჩეტე და სამი დანა ჰქონდა, – ამის შესახებ “ბიბისი” წერს. კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შესვლას ცდი...

კაპიტოლიუ

1736399479

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში ითამაშებს

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ფინალები მიმდინარეობს. ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორ სეტში დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო პესარო (105-ე ნომერი) – 6:3, 6:3....

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1736399127

საზოგადოება

თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვა...

თავდაცვის უწყების შენობები

1736369535

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...

პარლამენტის შენობა

1736368717

ახალი ამბები

გლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...

გლოვის დღე