ლევან მაჭავარიანი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს - გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს

როდესაც ევროპარლამენტარი, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის მძიმე განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცას იხვეწება, კეთილი ინებოს და ფაქტი, მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.
როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ვინაიდან ევროპარლამენტარის განცხადებას კონკრეტული მტკიცებულებები არ ახლავს თან, „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელია და ამაში ფულს გამოიმუშავებს“.
„თუ ბატონ სანჩეს თავი იმხელა ფიგურად წარმოუდგენია მსოფლიო არენაზე, რომ ახლა მისი სიტყვა უნდა დავიჯეროთ, ძალიან აცდენილი არის რეალობას. თუ იგი ამას რამე ფაქტით გაამყარებს, გვარებს იტყვის, აუდიო ჩანაწერებს გამოაქვეყნებს და ა.შ. მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები გააჟღეროს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ სიტყვები, უბრალოდ ჭორაობა. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არ ახლავს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელი, რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1749304987
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება
საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1749300924
საზოგადოებამაჭავარიანი: როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა - გარე უფროსები ფსონს კონკრეტულად „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ
როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია. დაავალეს, რომ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამ შემთხვევაში ფსონს დებენ კონკრეტულად „ლე...
1749297422
საზოგადოებალევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაზე: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?
არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან? - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმ...
1749295857
სპორტიESPN-მა სეზონის საუკეთესო ვინგერები დაასახელა - კვარაცხელია ათეულშია
ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს....
1749292419
მსოფლიოთურქეთში ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალისას 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ყურბან-ბაირამის პირველი დღე და დაშავებული 14 000 ადამიანი - თურქეთში, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალის მიმდინარეობის დროს ათასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ...