ლევან მაჭავარიანი: უარი განვაცხადეთ რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში, როგორც სატელიტი სახელმწიფო, მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას.
მაჭავარიანის თქმით, მას შემდეგ, მუდმივია მცდელობები, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.
„თვალს ვადევნებთ იმ შანტაჟის გაგრძელებას, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იხსნება - ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს და შესაბამისად მას მერე არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ შეუსრულებს. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ყველაფერი ნათელია და სწორედ ამიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ მილიონ ას ოცი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას“, - აცხადებს მაჭავარიანი.
1752919882
მსოფლიოაშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...
1752918381
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...
1752913967
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...
1752912843
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციისა და დუშეთს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...
1752911335
ახალი ამბებიგიორგი აბაშიშვილი - არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!
„რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები „მოლდოვური სასწაულის„ შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ,”- ამი...