მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.
„ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი, 2024 წელს სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ადგილობრივ ეპარქიასთან ერთად დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია; გარკვეული მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობის გაფრთხილება და დაცვაა, რისთვისაც მიმდინარე და დაგეგმილი გვაქვს არაერთი მასშტაბური პროექტი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
დღეისათვის ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სრულად გადაიხურა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი და აღიმართა თითბრის ჯვარი, აღდგა ტაძრის სახურავის დაზიანებული ფრაგმენტები. აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის კრამიტის სახურავი. სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კარიბჭე-სამრეკლოს და სამრეკლოს გუმბათზე აღიმართა ახლად ჩამოსხმული თითბრის ჯვარი.
კულტურის მინისტრთან ერთად ალავერდის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და პარლამენტის წევრი - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიმურიშვილი.
1793353351
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...
1793352618
საზოგადოებაირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს
„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...
1793351819
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია ის სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში
შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სასამა...
1793349715
საზოგადოება„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება
საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს. სიორიძის თქმ...
1793348996
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბი...

























