მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„სინგაპურში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, დაწყებული ეკონომიკური განვითარებით, დამთავრებული ლოჯისტიკური ცენტრის გამოცდილებით.
ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სინგაპურისგან, როგორც ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, ისე ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების კუთხით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სინგაპურს შორის ბიზნესისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
„საინტერესოა ბიზნესს და ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სინგაპურის მნიშვნელობაც და, ამ შემთხვევაში, საქართველოს მნიშვნელობაც გაზრდილია. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მაღალი დონის შეხვედრები რეგიონში დაგვეხმარება, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ. სინგაპურთან ურთიერთობა საინტერესოა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური და ლოჯისტიკური მიმართულებებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
„პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან.
ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ქვეყანასთან ურთიერთობაში და რეგიონთან ურთიერთობაში, უკეთ იყოს გამოყენებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1784652647
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელ...
1784648598
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. „ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმ...
1784648012
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია...
1784646716
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი
ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპა...
1784644473
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკ...































