მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, სადაც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია. გაეროში გენერალური დებატები გუშინ გაიხსნა. განხილვის მთავარი მიმართულებები - მსოფლიოში არსებული დაპირისპირებები, კონფლიქტები და ძალაუფლების გადანაწილებაა.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია.
„ეს არის შეიძლება ითქვას საერთაშორისო არენაზე მთავარი ტრიბუნა, სადაც ჟღერდება მთავარი გზავნილები ნებისმიერი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ აქეთ არის მოპყრობილი, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ის თუ რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და როგორია ხედვა საქართველოდან იმ პროცესების, რაც ხდება რეგიონში და გლობალურად.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო.
ასევე, დღეს იმართება ღონისძიება ფინეთის პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც მიეძღვნება მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას და მასშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს და ისაუბროს საქართველოს გამოწვევებზე, სწორედ უსაფრთხოების კუთხით.
საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის იმ ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს და წარმოდგენილი იქნება, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. გაიმართება არაერთი შეხვედრა, როგორც გაეროს, ასევე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან დღეს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ სწორედ ამ ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1790171949
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი
ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი...
1790171285
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავ...
1790170117
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების...
1790169838
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...
1790168832
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...


























