მამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ - როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის” ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია
რა არის ამისთვის საჭირო?
1. დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველვყოთ, როგორც ეს სააკაშვილს ჰქონდა. „დემოკრატიის შუქურა” ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და „სამართლიანი არჩევნებიც” მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს.
2. უნდა შევიდეთ დსთ-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს.
3. უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა - ღია ომში.
4. ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს „ქართულ-ეროვნულ ახირებებზე” უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგვწერეს რამდენიმე დღის წინ.
აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდამჭერი.
მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს - ყველას მოუწევს ამასთან შეგუება!
პ. ს. დღეს რადიკალებს აქცია აქვთ დაანონსებული, რომელიც ორკვირიანი მზადების მიუხედავად ფაქტობრივად ჩავარდნილი იყო და მის „დასაბუსტად” რაღაც იყო საჭირო. რა საოცარი დამთხვევაა ეს განცხადება“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
1752939877
ახალი ამბებიგიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში
დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ე...
1752936586
მსოფლიოპრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს...
1752934927
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: 31 აგვისტო იქნება თუ სხვა თარიღი, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლებაა ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც არის კავშირში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან
პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებე...
1752932421
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ მოსმენას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართულ სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ "ბასიანის" მოსმენას დაესწრო. ღონისძიებაზე შესრ...
1752927308
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტ...