მარიამ ლაშხმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მსურს მოგილოცოთ უნივერსიტეტის დამთავრება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. დღეს თქვენ არამხოლოდ უნივერსიტეტს ამთავრებთ, არამედ იწყებთ ახალ, გაცილებით უფრო დიდ და მნიშვნელოვან საქმეს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა შესაძლებლობა მოგცათ მიგეღოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლება, რაც ამ უნივერსიტეტში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებისა და აკადემიური პერსონალის დამსახურებაა. თქვენმა თავდაუზოგავმა შრომამ, ძალისხმევამ და უსაზღვრო მიზანდასახულობამ შედეგი გამოიღო და გახდით ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლები - მედიკოსები. თქვენ საქართველოს მომავალი და წინსვლის გარანტია ხართ", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტის წევრებმა ვლადიმერ კახაძემ და იოსებ ჯორბენაძემ.

გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების და საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. მათ პრიზები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752919954

მსოფლიო

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.   „გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გ...

 შალვა პაპუაშვილ

1752919882

მსოფლიო

აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა

აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...

აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა

1752918381

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...

ირაკლი ჭეიშვილი

1752915725

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უარი განვაცხადეთ რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში, როგორც სატელიტი სახელმწიფო, მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს“, - განაცხ...

ლევან მაჭავარიანი

1752913967

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

3 მოქალაქე დააკავა