„მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს“ - მამუკა მდინარაძე
„კონკრეტულად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან 2 თვის შემდეგ, როდესაც მათ მოაწერეს ხელი [რეზოლუციას], რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და იგივე ადგილას ზუსტად გუშინ და გუშინწინ, მაშინ როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს საქართველოს იზოლაცია მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებიდან და შემდეგ ეს ხელისუფლებას დაჰბრალდეს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ევროსაბჭოში დაინიცირებულ საკითხს ოპოზიციური მედია განგებ არ აშუქებს.
„არსებობს მათი 3-4 ტელევიზია, მედია საშუალება და მიუხედავად იმისა, რომ მთელი საინფორმაციო ველი ობიექტური მედია საშუალებებისა მოვლილი აქვს ამ ამბავს, რომელიმეს ერთი სიტყვა თუ დაცდა ამასთან დაკავშირებით? აწი რას იზამენ ჩემი სიტყვების შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ნახეთ ახლა რომელიმეს, ჩამოვთვლი თუ გნებავთ: „მთავარს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“, მედია სხვა პლატფორმებს, ერთი სიტყვა თუ აქვთ ამ უპრეცედენტო ღალატზე დაცდენილი, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მათი ინიცირებითა და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო უნდა ამორიცხულიყო. ანუ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ იზოლაცია მოხდეს საქართველოსი საერთაშორისო საზოგადოებიდან და შემდეგ მოდიან და რატომ აშორებთ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს გვეკითხებიან, შენ აშორებ გიდგენენ - თვითონ იღვწიან, რომ ეს გააკეთონ, სიტყვით შენ აშორებ გეუბნებიან და თან პასუხს გთხოვენ ამაზე, როდესაც საქმით იმას აკეთებენ რა ტექსტიც გავშალეთ ჩვენ ტელეფონებში და წავიკითხეთ და ვერ დავუჯერეთ საკუთარ თვალებს. სამჯერ გადავამოწმე პიარის თანამშრომლებთან მართლა ეს ტექსტია თუ არა მეთქი, გადავამოწმე გივი მიქანაძესთან და მეოთხე გადამოწმების შემდეგ ავდექი და მოვყევი თქვენ წინაშე, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ რაღაცას აინიცირებდნენ, რამე ინტერპრეტაციას ხომ არ აქვს ადგილითქო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1730726771
საინტერესო ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1730723833
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგ...
1730723609
საზოგადოებათოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე - 5 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასა...
1730720148
სოციალური მედია„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შე...
1730716076
სპორტივილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი. კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახ...