„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ უწყებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757261574

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.

ირაკლი კობახიძე

1757260350

საზოგადოება

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შ...

მიხეილ ყაველაშვილჯ

1757258031

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. იგი სოციალურ ქსელში მისალოც ქარდს აქვეყნებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკ...

შალვა პაპუაშვილი

1757257956

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. „საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალშია!“, - წერს ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1757257357

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 3:0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო ბულგარეთს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში თავი გ...

საქართველოს ნაკრებ