მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ჩანს - ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია.

ამის შესახებ ლომჯარიამ კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა.

"შევხვდი მის მკურნალ ექიმს და ასევე, მის ადვოკატს. პირველ რიგში, ვიტყვი რომ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, იმიტომ რომ უფრო დიდ ხანს მას ვხვდები, რომ უჭირს და არ შეუძლია საუბარი. მე არ ვარ ექიმი, თუმცა ნამდვილად, ერთი შეხედვით და საუბრითაც... მე მახსოვს, როგორი იყო ის შარშან იანვრის თვეში გორის ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება არის ძალიან თვალში საცემი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, ნამდვილად, ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არის მკვეთრად გაუარესებული იმ პერიოდიდან მოყოლებული. აქვს ძალიან მკვეთრი დაკარგვა წონის. ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც ასევე საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. ვივა მედის ნევროლოგსაც აქვს დასკვნა, რომ ნევროლოგიური თვალსაზრისითაც დინამიკაში არის უკუსვლა", - განაცხადა ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში პროცესს დაესწროს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები