მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა.
ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ მთავრობის წარმომადგენლები კანონს და აერთიანებს მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის შემფასებელ აგრეგატებს მსოფლიოს 164 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62.1% დაიმსახურა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიოში 36 ადგილზე დაწინაურდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.
რაც შეეხება შეფასების ისტორიულ პროგრესს, საქართველო მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა. კვლევის თანახმად 21-ე საუკუნეში საქართველოს მაჩვენებელი 31 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. შედარებისათვის ამავე პერიოდში ევროკავშირში ბიუროკრატიის და კორუფციის შეფასება 2 პროცენტული პუნქტით გაუარესდა, გაუარესებულია აგრეთვე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელიც.
აღსანიშნავია 2012 წლის შემდეგ განცდილი სარეიტინგო წარმატება, რასაც ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული მიმართულებით მიაღწია. ამ პერიოდში საქართველო გლობალურ რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და დღეს უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს და ა.შ.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.
1752919954
მსოფლიოშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გ...
1752919882
მსოფლიოაშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...
1752918381
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...
1752915725
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: უარი განვაცხადეთ რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში, როგორც სატელიტი სახელმწიფო, მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს
„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო ყოფილიყო გამოყენებული პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. ეს რა თქმა უნდა ევრობიუროკრატებმა, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა ვერ გვაპატიეს“, - განაცხ...
1752913967
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...