პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ს.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ შეძენას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ს.შ. -ს მხილების მიზნით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში,მისთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც ს.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულისთვის გამოგზავნილი ამანათიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ქილებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომლის შეძენასაც ბრალდებული აპირებდა.განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750073531

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს ღონისძიებაზე „ნაცმოძრაობის“ წევრის გამოსვლაზე: საზოგადოება ამას გასცემს პასუხს, ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

„საზოგადოება ამას გასცემს პასუხს. გასცემს პასუხს არა მას, არამედ მის მიერ ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

კირცხალია

1750070956

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გ...

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

1750069845

ახალი ამბები

„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს.  16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო...

 წვიმა და ელჭექი

1750068299

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა, - აღნიშნულის შ...

რაკლი ბერაია

1750067553

ახალი ამბები

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება მათთვის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ხვდება, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაზე უარის თქმა არასწორი ნაბიჯი იყო. „დესტაბილიზაცია იყო შეკვეთა და ამ შეკვეთას დღ...

გია ვოლსკი