პრემიერი: კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, ეს გააკეთონ გამჭვირვალედ, მნიშვნელოვანია, მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ფონდების დაფინანსება პირდაპირ იყო ჩართული ექსტრემიზმის, რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ საქართველოს აუკრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება.

„კანონი გამჭვირვალობის შესახებ, არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ოღონდ ეს გააკეთონ გამჭვირვალედ. თუ ესეც არ უნდათ, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ მზად ვართ, რომ ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან ყველა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას ევროკავშირი არ წამოუჩინონ, როგორც საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირისთვის რა იყო დამახასიათებელი - ეს ულტიმატუმები ასე მოჩანს, რადგან ეს არის ულტიმატუმები. ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი საერთოდ არ ეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ამით უნდა განსხვავდებოდეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირისგან. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა, მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ. რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. მოსკოვშიც ასე ხედავდნენ, როცა იყო საბჭოთა კავშირი, უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში დაცული იყოს ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები და საქართველოში არ დავუშვათ რევოლუციური პროცესები. ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან პირდაპირ არის შესაბამისობაში ყველა კანონი და ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინით ბრიუსელიდან არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფინანსდებოდა საქართველოში ძალადობა და ექსტრემიზმი და რატომ არ ისმის დღემდე ამასთან დაკავშირებით განმარტებები. ამაზე უნდა მივიღოთ პირველ რიგში პასუხი და მერე გადავიდეთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752925230

ახალი ამბები

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს

ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს „ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის...

ლაშა გეგეჭკორი

1752923438

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით

„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხ...

თორნიკე ჭეიშვილი

1752921324

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები

დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების...

გიორგი ჩაკვეტაძე

1752919954

მსოფლიო

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა.   „გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გ...

 შალვა პაპუაშვილ

1752919882

მსოფლიო

აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა

აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...

აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა