პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის სახელზე ყალბი პასპორტი დაამზადა და ყალბი საბანკო ანგარიში გახსნა, შემდეგ კი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მდებარე დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთები 1 354 000 ლარად გაასხვისა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777645887

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირ...

გიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი,

1777644928

საზოგადოება

გია ცაგარეიშვილი: რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით

რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმებისა და ქვეყნიდან გაძევების სახით, - განაცხადა „დ...

გია ცაგარეიშვილი

1777643818

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. ავთანდილ კუნჭულია მანამდე სუს-ის ადმინისტრა...

ავთანდილ კუნჭულია

1777643241

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს

ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ სა...

თორნიკე ჭეიშვილი

1777641605

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა