პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და საბაჟო კონტროლისგან მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საბაჟო რეზერვუარებში შენახული, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, 15 000 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების, 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რამაც სახელმწიფოსათვის 3 000 000 ლარამდე ოდენობის ზიანი გამოიწვია.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით წარედგინათ (საბაჟო წესების დარღვევა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.
1765100977
მსოფლიოდიმიტრი პესკოვი - დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება
დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები მრავალი თვალსაზრისით მოსკოვის ხედვას შეესაბამება – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკე...
1765099365
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ლაშა შერგელაშვილზე: უღალატა თავის ქვეყანას, ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით, ისინი მხოლოდ ეთნიკურად ქართველები არიან, სამწუხაროდ, დანარჩენი - ემსახურებიან უცხო ძალებს
„მან უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უღალატა თავის ქვეყანას, თუმცა ჩვენ ასეთ ადამიანებს უსამშობლოებს ტყუილად არ ვეძახით“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმ...
1765096642
მსოფლიოინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა
ინდონეზიაში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა, დაკარგულად კიდევ ასობით ადამიანი ითვლება. წყალდიდობები და მეწყრული პროცესები კუნძულზე ციკლონმა „სენიარმა“ გამოიწვია. განადგურებული...
1765091897
საზოგადოებალევან მახაშვილი „კამიტზე“: გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ეს იყო უცხოეთში კარგად დაგეგმილი და საქართველოში რადიკალური ჯგუფების, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული საინფორმაციო ტერორიზმი
ლევან მახაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „კამიტის“ საქმეზე გამოძიების შედეგებს ეხმაურება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთ...
1765091734
მსოფლიოგოაზე ღამის კლუბში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთში, გოაზე, ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრების უმეტესობა სამზარეულოსთან აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაღუპულების დიდი ნა...


























