ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებით კომისიაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრი ეკა სეფაშვილი ბულინგის თემაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს, სალომე სანაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს და კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს.

„ბულინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ მიმართულებით სახელმწიფო არაერთ ნაბიჯს დგამს, მათ შორის, სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერების კუთხით, რომელიც როგორც ბულინგის პრევენციის, ასევე მისი იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობს.

ერთ-ერთი აქცენტი, რაზეც ქალთა და ბავშვთა კომისია ფოკუსირებულია - კიბერბულინგია. ჩვენ ვისაუბრეთ ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, გავუზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ლაშხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750181007

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნა...

შალვა პაპუაშვილი

1750180912

სპორტი

ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

 უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში იტალიის წარმომადგენ...

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1750178788

მსოფლიო

ტრამპი: ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით

 ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ...

დონალდ ტრამპი

1750176638

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

 ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს. „...

საქართველო ირანში

1750175000

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს

 ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს. ჩვენც ამ რეჟიმის მსხვ...

ფრიდრიხ მერცი