ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე იმსჯელა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.
მომხსენებელმა შობადობის და დაბერების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა როგორც შიდა, ასევე, გარე მიგრაციის პროცესებზე.
„ამ პროცესში გამოიკვეთა, რომ სასარგებლო იქნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჩართვა. კომიტეტის და კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება და საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდება. ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მთავრობას წარედგინება. ასევე, გამოითქვა სურვილი, რომ კომისიის თითოეული წევრი დაესწროს დემოგრაფიული საბჭოს სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გამართავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განმარტა, სხდომაზე დაისახა სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთი მხრივ, ითვალისწინებს არსებული პროგრამების შეფასებას და ანალიზს, მეორე მხრივ კი მუშაობს ახალ ინიციატივებზე.
„კომისიის შექმნიდან თვე-ნახევარია გასული და საკმაოდ აქტიურად და ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის დემოგრაფიული მდგომარეობა - ჩვენი ქვეყნის, რეგიონის თუ მსოფლიო გამოწვევების ფონზე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად, კოორდინირებულად, რეკომენდაციების აღსრულების გეგმას შევიმუშავებთ. ჩვენ, ასევე, ვახდენთ შემუშავებული რეკომენდაციების ანალიზს და ვმუშაობთ კონკრეტულ ინიციატივებზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1751651151
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტის შეთავაზება დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკ...
1751649326
საზოგადოებაგიორგი შარაბიძე: მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია ძალიან მზარდი ტენდენციაა ბოლო წლების მანძილზე. გვაქვს ერთადერთი საშუალება, რომ ამომრჩევლებს მივაწოდოთ ობიექტური, ზუსტი და ვერიფიცირებული ინფორმაცია
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესების მიმართ დეზინფორმაცია, ეს არის ძალიან მზარდი ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე, - განუცხადა „ქრონიკას“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თა...
1751648299
საზოგადოებათემურ ჭყონია პრემიერთან შეხვედრაზე: საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური, ასეთი ქვეყნები არ არსებობს, სამოთხეში არ არის ასეთი რამ
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკ...
1751646701
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში ა...
1751643892
საზოგადოება„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
„ნეტგაზეთი“ აღიარებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) დაზუსტებით, საქართველოს დელეგაციას პორტოს დეკლარაციის საბოლოო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია....