სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და დაკავებულია 2 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ.

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულები კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 20 კილოგრამამდე წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782200322

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას

ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორ...

ირაკლი კობახიძე

1782200246

მსოფლიო

Reuters: ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ევროკავშირში შეხვედრებზე დასასწრებად ვიზები მისცა

ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციას ვიზები მისცა, რათა ის მიგრაციის საკითხებზე ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს დაესწროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს არის პ...

ბელგიამ „თალიბანი

1782200209

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. გამოსაცდელებს შეუძლიათ საგამოცდო ბა...

ზოგადი

1782198748

ახალი ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტში ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი ა...

ახმეტის მუნიციპალიტეტში

1782197279

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.  მათივე ცნობით, მატარებლების გადაადგილების ნაწილობრივი შეფერხება გამოწვეული იყ...

ზოგადი