სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე, გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

მან იმ თემებზეც ისაუბრა, რომლებზეც დღეს დაგეგმილ შეხვედრებზე შეეხება მსჯელობა.

„რა თქმა უნდა, განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს. თუმცა, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც როგორც სლოვაკეთს, ასევე, საქართველოს აქვს როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან, ასევე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე.

ამიტომ ველოდებით საინტერესო და ნაყოფიერ დისკუსიას და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა სამხარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775117184

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის შეხვდა. სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებ...

მიხეილ ყაველაშვილ

1775115153

ახალი ამბები

ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მ...

ლაშა ავალიანი

1775114956

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურებზე განმარტება გააკეთა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ძაღლების მიკედლების პროცედურებზე გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქ...

ა ლაშა ავალიან

1775112756

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს დაიწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტ...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

1775112668

ახალი ამბები

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება, მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა მამა გიორგი ვაშალომიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა. „ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავ...

 გიორგი ვაშალომიძე