შალვა პაპუაშვილი: ამ წერილით ევროკავშირმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა

ბრიუსელი ყალბ დილემას გვიყენებდა, მაგალითად, სააკაშვილთან დაკავშირებით - რომ მოკვდეს, რა მოხდებაო. შანტაჟის მთელი იდეაა ცრუ დილემების დაყენება, რასაც, მაგალითად, ელენე ხოშტარია აკეთებდა, როდესაც დაიწყო შიმშილობა, როდესაც ამბობდა, მე თავს მოვიკლავ, თუ რაღაც არ მოხდება. შანტაჟის დროს ხდება ცრუ დილემების დაყენება, თითქოს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, სინამდვილეში კი არაფერი არ არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „თქვენი აზრით, საქართველოს მოქალაქე ვიზალიბერალიზაციასა და პარლამენტის მიერ მიღებულ კონკრეტულ კანონებს შორის რომელს აირჩევდა?“.
ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით.
„ამ წერილში არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - ფაქტობრივად, აღიარებულია, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა. ამ წერილში მითითებული არის, რომ ევროკომისიამ დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზის მოთხოვნის შემოღების რეკომენდაცია გასცა იმის გამო, რომ ზოგადად პასპორტებთან დაკავშირებით ამოწმებდა შესაბამისობას. არანაირი კავშირი ზოგად ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმს შორის არ არსებობს. დიპლომატიურ პასპორტები ეფუძნება 2010 წლის ხელშეკრულებას, მეორე ეფუძნება ზოგად გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის პასპორტთან დაკავშირებით. ამ წერილით ევროკავშირმა აღიარა, რომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება და ამით უკვე გვაქვს ფაქტი, რომ ევროკავშირი, ბრიუსელის სახით არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი. რატომ აკეთებს ამას, აბსოლუტურად რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და მსოფლიო ასპარეზზე ჩნდება, როგორც საერთაშორისო სამართლის გამრღვევი იმის გამო, რომ გამოიყენოს ეს სადამსჯელო და შანტაჟის ინსტრუმენტებად საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1752923438
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით
„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხ...
1752921324
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები
დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების...
1752919954
მსოფლიოშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება“ მოითხოვა - ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გ...
1752919882
მსოფლიოაშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
აშშ-ში კაცი ნებართვის გარეშე შევიდა კაბინეტში, სადაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი იყო განთავსებული. აპარატი ჩართული იყო. კაცს კისერზე დიდი ჯაჭვი ეკეთა და აპარატის მაგნიტმა ის მაშინვე მიიზი...
1752918381
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება. ჭეიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ჩინოვნიკთა ხე...