შალვა პაპუაშვილი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშს დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა.
„კახა კალაძემ კიდევ ერთი ანგარიში წარადგინა და თბილისის მოქალაქეებმა ნახეს, თუ რა გაკეთდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებებით მისი მერობის პერიოდში. თუმცა, ამ ყველაფერს პრეზენტაციის გარეშეც, ყოველ დღე, თითოეული ჩვენგანი საკუთარი თვალით ხედავს - თბილისში აღარ დარჩა უბანი, სადაც სპორტული მოედანი არ არის მოწყობილი. ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის პროფესიული განათლების პროგრამით 11 ათასი ადამიანი გადამზადდა, საიდანაც 75 პროცენტი სწორედ ამ გადამზადების წყალობით დასაქმდა. ბევრი მიმართულებაა, სადაც თბილისის მერიამ მანამდე არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. შესაბამისად, მომავალი ოთხი წლისთვისაც იქნება გეგმები წარმოდგენილი იმისთვის, რომ ეს მიღწევები და შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ.
დედაქალაქის მერის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე.
1752929603
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ - როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას გამოეხმაურა. „შარშან გვეუბნებოდნენ, ევ...
1752927308
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტ...
1752925230
ახალი ამბებილაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს
ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს „ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის...
1752923438
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით
„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხ...
1752921324
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები
დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების...