შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირის, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებასთან დაკავშირებით.

„გამოძიება მიდიოდა, პროკურატურა საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომელიც ამ გამოძიებაში იყო, რა მომენტშიც პროკურატურამ ჩათვალა, რომ იყო მყარი საკუთარ მტკიცებულებებში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ გამოვლენილიყვნენ ისინი ვინც უფლებამოსილების გადამეტებით მოქმედებდნენ. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რასთან გვქონდა საქმე. ძირითადად ეს ეხება 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ფაქტებს და უნდა გავიხსენოთ უპირველეს ყოვლისა, რა გარემოება იყო.

საქართველოში დაგეგმეს და დაიწყეს „მაიდანის“ განხორციელება. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოში ჩამოვიდა ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის პარლამენტის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებისგანაც გვესმოდა პირდაპირ მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და შვედმა კომიტეტის თავმჯდომარემ პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა აგრესიულ ოპოზიციას.

ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, მცდელობა პარლამენტის გადაწვისა, ძალადობა, პოლიციელებზე ძალადობა, იცით, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მიცემული იმისთვის, რომ აზიანებდა ადამიანებს „მოლოტოვის კოქტეილით“, პოლიციელების ცოცხლად დაწვა უნდოდა, ამ პირობებში უწევდათ პოლიციელებს ჩვენი ქვეყნის დაცვა და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“, ძალადობისა და თავდასხმებისგან, რომელიც სრულად გარედან იყო ინსპირირებული, წაქეზებული და ორგანიზებული.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება და ამ მხრივაც ის ცალკეული ინციდენტები, რომლებიც მაშინ ჩვენ ვიხილეთ, ითქვა კიდეც, რომ ყველა ამ ინციდენტს სახელმწიფო სათანადოდ მიყვება და გამოიკვლევს და გამოავლენს. ასე მოხდა კიდევაც. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, სწორედ ეს არის, რომ კანონის უზენაესობა უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად, ნახეთ ამისი შედეგებიც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778246208

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნე...

შალვა პაპუაშვილი

1778245047

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირდაპირ ქართველ ხალხს დაესხა თავს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. მაჭავარიანის თქმით...

	ლევან მაჭავარიანი

1778244295

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება

ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ ყვ...

მამუკა მდინარაძე

1778244015

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე: ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ

შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ...

 მამუკა მდინარაძე

1778243732

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგო...

პროკურატურა