შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო. ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დაკავებული ო.ქ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით, ხოლო ნ.გ. ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
რაც შეეხება ო.თ. - ს, მას თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები, ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით ეძებდნენ.
დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ო.ქ. თბილისში, ხოლო ნ.გ. და ო.თ. ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
1757242324
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე
„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...
1757240291
საზოგადოებასახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე საათში გაიმართება....
1757237703
საზოგადოებასვიმონ ჯანგულაშვილი: დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 000 მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი
დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 ათასი მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი, - წერს საზ...
1757234239
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა
დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა. „მომწონს დეპორტაციის სუნი დილაობით“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ ჩიკაგო მალე გაიგებს რას ნ...
1757232204
სპორტითბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით,...