სოზარ სუბარი 2008 წლის აგვისტოს ომზე: დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ მაშინ იყო დაკვეთა
„სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის და შესაბამისად, გაცილებით მარტივია უცხოური ძალების მხრიდან, აგენტურის მეშვეობით იმ ქვეყნის მართვა, რომელიც მუდმივადაა გახვეული კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ფაქტებით დადასტურდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიზანი იყო, საომარი მოქმედებების შედეგად რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაღუპულიყო. კომისიაზე დაკითხულმა არაერთმა პირმა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა, გენერლებმა, ჯარისკაცებმა, ასევე მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დაადასტურეს, რომ ომის დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად არ მოახდინა მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ახალგორის, ცხინვალის რეგიონისა და კოდორის ხეობის სოფლებიდან. მაშინ, როდესაც რუსული ჯარი უკვე შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე და ქართულ სოფლებს იკავებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებდნენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, თითქოს მათ არაფერი ემუქრებოდათ და მოუწოდებდნენ, მშვიდად დარჩენილიყვნენ თავიანთ სახლებში.
მოსახლეობის ნაწილმა მართლაც დაუჯერა მსგავს მოწოდებებს და დარჩა ადგილზე, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი იქნა მოკლული, ათასობით ადამიანმა კი ბოლო წუთებში ძლივს მოახერხა ტერიტორიის დატოვება.
შარშან, საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ ხელისუფლების ამ გაუგონარ და დანაშაულებრივ ქმედებას ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: სააკაშვილი ფიქრობდა, რომ რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით მეტ საერთაშორისო დახმარებას მიიღებდა საქართველო. მაგრამ დღეს, როდესაც ვუყურებთ, როგორ იქცევიან საქართველოში მოქმედი უცხოური აგენტურა და მათი პატრონები, ნათლად ჩანს, რომ ეს იყო გარედან მიღებული დაკვეთა ერთადერთი მიზნით: რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო ძნელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, მით უფრო მეტად გაღვივდებოდა მტრობა საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოებს შორის.
რაც მეტია დაპირისპირება როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ისე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის, მით უფრო ადვილია დაპირისპირებული მხარეების მართვა და საკუთარი ინტერესების გატარება. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ მართვის სტილი, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ სცენარში პირდაპირ ჯდება რამდენიმე დღის წინ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადება, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს დააბრალა, თითქოს მათ აფხაზეთში ომის დროს ტყვეები არ აჰყავდათ, რადგან პირდაპირ ხვრეტდნენ მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლებს. მაშინ როცა, მისივე თქმით, ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი რუსები ასე არ იქცეოდნენ.
ეს არის პირდაპირი ღალატი ჩვენი სამშობლოს ინტერესების, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბოლო წლებში შეინიშნება ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის ტენდენცია. შედეგიც მოსალოდნელი იყო - გიორგი ბარამიძის ამ ცილისმწამებლური განცხადების შემდეგ აფხაზეთში დაიწყო მორიგი ანტიქართული ისტერია და კიდევ უფრო გართულდა შერიგების პროცესი.
ბარამიძის ეს განცხადება პირდაპირი გაგრძელებაა იმ ანტირუსული ისტერიის, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა და რომლის მიზანია, მაქსიმალურად დაიძაბოს ურთიერთობა არა მხოლოდ ორ სახელმწიფოს, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორისაც. საქართველოს დღემდე არ გვპატიობენ, რომ 2022 წელს, უდიდესი საერთაშორისო და საშინაო ზეწოლის მიუხედავად, მშვიდობა შევინარჩუნეთ და გეზი ქვეყნის განვითარებაზე ავიღეთ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1786187734
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ, სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია
„ჩვენ ძლიერი საზოგადოება ვართ. სამწუხაროდ, მძიმე გამოცდილება გავიარეთ და მივიღეთ აგვისტოს ომის ტრაგედია, თუმცა დღეს საქართველო გაძლიერებულია. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვე...
1786184130
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის პოლიტიკასა და რიტორიკას ეხმიანება. მისი თქმით, მათი პოზიცია ომისა და მშვიდობის საკითხებზე ქვეყნის ინტერესებს როგორც წარსულში...
1786182682
ახალი ამბებიპრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი, დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას
„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - საქართველოს პრეზიდენტმა მ...
1786180957
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილის ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები თითქოს ტყვეებს ხვრ...
1786179166
ახალი ამბებიპრემიერი: ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სუსში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი
„ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუსში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებ...






























