თორნიკე ჭეიშვილი: 31 აგვისტო იქნება თუ სხვა თარიღი, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლებაა ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც არის კავშირში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან

 პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებელი უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვასთან მიმართებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისიის წერილში დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ არსებობს ინტერესი, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი და ამ პროქსი ომში, რომელიც კიდევ უფრო მეტ ძალას იკრებს, საქართველოც აღმოჩნდეს ჩართული.

„ამ ფონზე ვხედავთ იმას, რომ წერილებით, განცხადებებით, კონკრეტული მოთხოვნების წამოყენებით ბრიუსელი და ევროპელი ბიუროკრატები ცდილობენ იმას, რომ საქართველოში შეიქმნას განწყობადა ამ შემთხვევაში ისინი საზოგადოებაზე მუშაობენ,, რომელიც სამომავლოდ შექმნის ნიადაგს იმისათვის, რომ აქ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარდეს. იმის გამო, რომ საქართველოს მოქმედ ეროვნულ ხელისუფლებას ისინი ვერაფერს გახდნენ, მას შემდეგ, რაც მათი გათვლით, შეიძლება, რევოლუციური გზით შეიცვალოს ხელისუფლება, მოიყვანენ იმ მარიონეტებს, რომლებიც იქნებიან ყურმოჭრილი მონები და მათი დავალებების შემსრულებლები. ამის შემდეგ სრული კარტბლანში ექნება შესაბამის გლობალურ ჩრდილოვან ძალას, რომ საქართველოც იქცეს ერთ-ერთ პლაცდარმად და ქართველი ხალხი იქცეს საზარბაზნე ხორცად ამ პროქსი ომში”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი შეფასებით, მოთხოვნების შესრულების ვადად 31 აგვისტოს დათქმა თვითშემოქმედების ნაყოფია და ეს თარიღი ვერ იქნება წყალგამყოფი.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია სხვადასხვა თემაზე კონკრეტული ანგარიშების წარდგენაზე, ეს ხდება კალენდარული წლის ბოლოს - დეკემბერში. მან აღნიშნა, რომ ამ ანგარიშებში საქართველოს აქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მაჩვენებლები.

„მაგრამ ამ ბიუროკრატების ნაწილს შემოაქვს დღის წესრიგში ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც არც თვლადი კრიტერიუმია, არც მკაფიოდ განსაზღვრული ინდიკატორებია. პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებელი უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვასთან მიმართებით.

31 აგვისტო იქნება, წლის ბოლო თუ სხვა ნებისმიერი თარიღი იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლება ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე გამოვლენილი, რომლებიც არის ეგზისტენციალურ კავშირში ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან.

თუ იქ არის კონკრეტული სამართლებრივი ნიუანსები, რომლებზეც მათ აქვთ არგუმენტირებული პოზიცია, ძალიან კარგად ნახა ყველამ და ბრიუსელშიც გაიგებდნენ ამას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მკაფიოდ პოზიციას და მთელი სახელისუფლებო გუნდი ამ სულისკვეთების ერთგულია - არის ყველანაირი მზაობა ჯანსაღი დიალოგისთვის, დისკუსიისთვის, რომელიც იქნება დაფუძნებული თანაბარუფლებიანობაზე და ნორმალურ თანამშრომლობაზე”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752943772

მსოფლიო

ალიევი აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: 7 თვე გავიდა და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 7 თვის გასვლის შემდეგაც რეაგირება არ მოუხ...

ალიევი

1752941630

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ...

 რატი იონათამიშვილი

1752939877

ახალი ამბები

გიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში

დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ე...

გიორგი ქაჯაია

1752936586

მსოფლიო

პრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს...

პრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა

1752932421

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ მოსმენას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთაველის სახელობის მცირე დარბაზში გამართულ სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ "ბასიანის" მოსმენას დაესწრო. ღონისძიებაზე შესრ...

გიორგი გაბუნია