ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე - თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში ჩატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული მ.ა. გამოავლინეს და დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მ.ა. - ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, 14 საბრძოლო ვაზნა და რამდენიმე მჭიდი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1751805760
ახალი ამბებიიაპონიაში დანით შეიარაღებულმა კაცმა ბარში 2 ქალი მოკლა
იაპონიაში, ქალაქ ჰამამაცუში, დანით შეიარაღებული კაცი ბარის თანამშრომლებს თავს დაესხა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი - 26 და 27 წლის ქალები. პოლიციამ 41 წლის თავდამსხმელი უკვე...
1751803887
მსოფლიოტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა
ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია. ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთა...
1751802066
ახალი ამბებიმეუფე შიო: ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ
„ღვთის რწმენა არის ის, რომ გვწამდეს საღვთო განგებულების და ყოველგვარ განსაცდელს თუ სატანჯველს, ყველაზე წარმოუდგენელსაც კი, ასევე, რწმენით ვიღებდეთ... ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ასეთი რ...
1751801524
ახალი ამბებიალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
რუმინეთის ქალაქ ბასკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც კანოეს სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ტარდება, საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე წივწივაძემ წარმატებით იასპარეზა. 23-წლ...
1751800652
ახალი ამბებიკაცს, რომელმაც ავსტრალიაში სინაგოგის დაწვა სცადა, ბრალი წაუყენეს
ავსტრალიაში სინაგოგაზე თავდამსხმელ კაცს ბრალდება წაუყენეს. თავდასხმა მელბურნის სინაგოგაზე პარასკევს განხორციელდა, როდესაც შენობაში 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 34 წლის კაცმა სინაგოგის კარს აალებადი ნივ...