ზუგდიდში მეზობელმა მეზობლის დაწვა სცადა და ბენიზინი შეასხა - ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, მეორე კი გარდაიცვალა

ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. 60 წლის კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის კლინიკაში წევს.

ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

დაპირისპირებაში მონაწილე 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

ამასთან, დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს დავა ყოფით ნიადაგზე ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის წლების წინ შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ბელგიაში არეულობა მოჰყვა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მაროკოს მიერ ბელგიის დამარცხებას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714059682

ახალი ამბები

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგს გამართავს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 20:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია რა საკითხზე ისაუბრებს პარტიის გენერალური მდივანი.

ზოგადი

1714055858

საზოგადოება

„შე ვირიშვილო, სადა ბანაობ“ - ზურა ყიფშიძე შვილიშვილს მიმართავს

მსახიობი ზურა ყიფშიძე სოციალურ ქსელში შვილიშვილს ნატალია ყიფშიძეს პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯაროდ აკრიტიკებს.   „ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა,...

ზურა ყიფშიძე

1714054097

ახალი ამბები

„ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზედაც სჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1714052236

ახალი ამბები

მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. 18 წლის ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მყვინთავებიც. ცნობისთვის, მოზარდი ნათესავთან ერთად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდ...

შავ ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპივეს

1714050980

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ფული, ვალუტა, ვალუტის კურსი