ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება. ქადაგიძის სიტყვებით, ეს ძალები ადამიანების სიცოცხლეს მატერიალური სარგებლით ზომავენ, ხოლო განადგურებულ უკრაინასა და მის ერს ტრილიონიან შესაძლებლობად ფუთავენ. ქადაგიძე იხსენებს საქართველოში 2008 წელს მიმდინარე მოვლენებსაც:
„წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა. მაშინ ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს“, - წერს ქადაგიძე.
დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა და სუვერენიტეტი უალტერნატივო წითელი ხაზია და ის, ვინც ომით ვაჭრობს, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს.
„გვარამიას განცხადება არ არის უბრალო პოლიტიკური უგუნურება — ეს არის საზოგადოებრივი მორალის ფსკერი და იმ "გლობალური ომის პარტიის" ადგილობრივი აგენტურის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანების სიცოცხლეს მხოლოდ მატერიალური სარგებლით ზომავს. მათი პოლიტიკური გენეზისი უცვლელია: 2008 წელს, როდესაც წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა, ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს და უკრაინელი ხალხის გენოციდს, დანგრეულ ქალაქებსა და მიწასთან გასწორებულ დემოგრაფიას „ტრილიონიან შესაძლებლობად“ გვიფუთავენ.
ხაზგასმით და უაპელაციოდ უნდა ითქვას: 1) პოლიტიკური მაროდიორობა: უკრაინის ომის შემდგომ „ტრილიონებზე“ ნერწყვის დენა, მაშინ როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, არის პოლიტიკური ნეკროფილია. განცხადების ავტორი ღიად წუხს არა იმაზე, რომ ომი ანგრევს რეგიონს, არამედ იმაზე, რომ საქართველო ამ სისხლიან ნადავლს ვერ მისწვდება. 2) ომში ჩათრევის აღიარებული მოტივი: ამ სიტყვებით საბოლოოდ გაიხსნა კარტები, მათთვის მშვიდობა დანაკარგია, ხოლო ომი - ბიზნესპროექტი. საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან: უნდა ვომობდეთ, რომ მერე აღდგენის ფული მივიღოთ... ეს არის საკუთარი მოსახლეობის საზარბაზნე ხორცად გაწირვის მზაობა უცხოური გრანტებისა და ტრანშების სანაცვლოდ. 3) უსამშობლოების კომპლექსი: მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მოძულე სუბიექტს შეუძლია მშვიდობიანი, მზარდი ეკონომიკის მქონე საქართველო დაამციროს იმის გამო, რომ აქ ბომბები არ ცვივა და შესაბამისად, ნანგრევების აღსადგენად „ტრილიონებს“ არავინ გვირიცხავს. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს! საქართველოს
მოქალაქეების სიცოცხლე არცერთ ვალუტებში არ იზომება. მშვიდობა და სუვერენიტეტი ჩვენი უალტერნატივო წითელი ხაზია, ხოლო ომით მოვაჭრეების ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
1784106370
საზოგადოებაპროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავე...
1784104287
საზოგადოებამაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზ...
1784103674
ახალი ამბებიბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, - წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მ...
1784103138
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტა...
1784101649
ახალი ამბებიN344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდ...


























