ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის, ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამოხვანჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული

„ძალიან საინტერესო ქეისია „ნამოხვანჰესის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისივე თქმით, თავიდან ეს ყველაფერი დაიწყო იმ ადამიანების გულითადი პროტესტით, რომლებსაც ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რა კეთდებოდა.

„მე იმ წლებში ვიყავი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი მასში. მაშინვე გაჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირი გაგებით მიეკედლნენ ამ ადამიანებს და ამოეფარნენ უკან. ეს იყო „მწვანე ალტერნატივა“,„მთის ამბები“ და სხვები, რომელთაც დაიწყეს პროცესების მართვა, პირდაპირ დაატრენინგეს ეს ადამიანები როგორ უნდა წარემართათ პროცესი, აქციები, მათ ჩვეულებრივი ბუკლეტები დაურიგეს ამ ადამიანებს, სადაც თანმიმდევრულად ეწერა რის მერე რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ, ეხატა კიდევაც.

ეს იყო ცალსახად შეჩერება პროცესის, რომ არ განხორციელებულიყო „ნამოხვან ჰესის“ მშენებლობა. როგორც კი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთნენ პროცესში, პლაკატებზე წარწერებიც კი შეიცვალა. აქციებზე ჩამოდიოდნენ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც რეალურად აფინანსებდნენ კიდევაც მთელ პროცესს.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის. ჩვენ ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამოხვან ჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული. ასეთი შემოსავალი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ ამას განვახორციელებთ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789650878

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოსა და...

პრემიერ-მინისტრი

1789650768

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6081 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1789648500

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა...

ცესკოს თავმჯდომარე

1789648275

საზოგადოება

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის...

გივი მიქანაძე

1789646939

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად

„ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში“, - განა...

ლევან მაჭავარიანი