იტალია: ერთი ქალის ისტორია და ემიგრაციის უკომპრომისობა

დღეს იტალიის თითქმის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში ნახავთ ქართველ ემიგრანტს. როცა ერთმანეთის დახმარება გვჭირდება განცხადებებს ვდებთ სოციალურ ქსელებში და ასე ვაგებინებთ ერთმანეთს ყველა საჭირო ამბავს. გუშინ, სწორედ ასე გავრცელდა ხ. სიჭინავას ამბავიც.
ამბავი ნომერი 1
სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“, ტოსკანაში მყოფმა ემიგრანტმა, ლია გვიჩიანმა პოსტი გამოაქვეყნა: „პუტინიანოს „პრონტო სოკორსოში“ იმყოფება ქალბატონი, ხ. სიჭინავა, მედპერსონალი ითხოვს მის გაყვანას, გთხოვთ მეგობრებო ვინც იმყოფებით პუტინიანოში მიაკითხეთ, ცუდად არის და ნუ დავტოვებთ ქუჩაში.
+390805840111 ეს ნომერი საინფორმაციოა და დაგაკავშირებენ“.
ამბავი ნომერი 2
ხ. სიჭინავას, 102 წლის იტალიელ მოხუცთან მუშაობა (საცდელი ვადით) ერთი დღის დაწყებული ჰქონდა. მოხუცს სადილი გაუმზადა და უცებ თავი შეუძლოდ იგრძნო. ტელეფონის ასაღებად მეორე ოთახში გავიდა, რომ აქ მყოფი ქართველი, ახლობელი ოჯახისთვის ეთქვა, - შეუძლოდ ვარ და მიშველეთო, მაგრამ გონება დაკარგა და იატაკზე დავარდნილა. იტალიელი ქალბატონი ელოდა ქართველ „ბადანტეს“, რომ არ გამოჩნდა შევიდა და გულწასული ნახა. დაურეკა მის ახლობელ ქართველებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. ახლობლებიც დაუყოვნებლივ მივიდნენ მის დასახმარებლად.
ამბავი ნომერი 3
უგონო მდგომარეობაში მყოფი ხ. სიჭინავა მეზობელი ქალაქის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ქალაქი პუტინიანო, გუშინ ცნობილ კარნავალს მასპინძლობდა, რის გამოც ქალაქში ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული იყო. სიჭინავას ახლობლები, ქალაქ კასტელანა გროტედან ფეხით წავიდნენ საავადმყოფოში, რათა ქართველი უმეთვალყურეოდ არ ყოფილიყო.
ამბავი ნომერი 4
როცა სიჭინავა გონს მოვიდა, მედ. პერსონალმა საკონტაქტო ნომერი სთხოვა, რათა მისი მდგომარეობა ვინმესთვის ეცნობებინათ და საავადმყოფოდან წაეყვანათ. სიჭინავას არც მობილური ჰქონდა და არც საფულე, მხოლოდ ჟაკეტი ეცვა, რომელშიც ფურცელზე ჩამოწერილი იმ ადამიანთა ტელეფონის ნომრები ჰქონდა, ვინც უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე ეხმარება ემიგრანტებს სამსახურების პოვნაში, ასე აღმოჩნდა ლია გვიჩანის ტელეფონის ნომერი იტალიელი ექიმის ხელში.
ამბავი ნომერი 5
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია საემიგრაციო საზოგადოება „anolf“-ის ქართველმა ოპერატორმა ფიქრია კუჭუხიძემ ნახა და ქალაქ პუტინიანოში ნაცნობ ქართველებს დასახმარებლად დაუკავშირდა. სიჭინავას ორმა ქართველმა ახალგაზრდა გოგომ მიაკითხა. მიუხედავად იმისა, რომ სიჭინავა თავს ისევ ცუდად გრძნობდა, სამედიცინო პერსონალმა საავადმყოფოში არ დატოვა. გოგონებმა შეუძლოდ მყოფი ემიგრანტი თავისი ახლობლების ოჯახში მიიყვანეს, თავად სიჭინავას ახლობლები კი ამ დროს ფეხით ბრუნდებოდნენ საავადმყოფოდან, რადგან იქ პაციენტი აღარ დახვდათ.
ამბავი ნომერი 6
ერთმანეთისგან ამ ურთიერთ-გამომრიცხავი და ერთმანეთთან კავშირში მყოფი ამბების ერთობლიობა კარგად აღწერს ემიგრაციის უკომპრომისო რეალობას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებებთან, ადამიანის ყოფასთან და ადამიანურ ყოფასთან.
ამბავი ნომერი 7
მეც ემიგრანტი ვარ. ათი წლის შვილი მყავს, დღეს სკოლაში უნდა წასულიყო, ძილისთვის ვემზადებოდით, როცა ფიქრია კუჭუხიძემ დამირეკა, სიჭინავა, ქალაქ კასტელანა გტოტედან ყოფილა და ჩემს ახლობლებს მოჰყავთ უკანო. ჩემი შვილი საწოლში არ გაჩერდა, - მეც წამიყვანეო მთხოვა. წავიყვანე. აქამდე ვცდილობდი მოვლენათა ეპიცენტრიდან შორს მყოლოდა, მაგრამ ჩავთვალე რომ დროა ეს გამოცდიელბაც მიიღოს.
ამბავი ნომერი 8
სიჭინავა ისევ შეუძლოდ და ისევ ცუდად გრძნობდა თავს, თითები გალურჯებული ჰქონდა სახე კი გაფითრებული. გადავწყვიტეთ ისევ სასწრაფოსთვის დაგვერეკა, რათა საავადმყოფოში გადაეყვანათ. თეამ, სიჭნავს ახლობელმა და მასპინძელმა ხელმეორედ დაურეკა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადას. მოვიდნენ აგრეესით და მუქარით, ცინიზმით და შეურაცხმყოფელი ტერმინებით, თითის ქნევითა და „კარაბინიერების“ გამოძახების მუქარით. ფიქრობდნენ რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი, რადგან პაციენტი ერთხელ უკვე გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში, სადაც, როგორც სიჭინავა ჰყვება, ანალიზები აუღეს, წვეთოვანი დაუდგეს, „ტაკიპირინი“ მიაღებინეს, ანამნეზში ნერვული აშლილობა ჩაუწერეს და ნახევრად გალურჯებული ქალი უკან გამოაბრუნეს.
სასწრაფოს ექიმი საოცარი უხეშობით გამოირჩეოდა, ვცდილობდი თავაზიანი ვყოფილიყავი და მის აგრესიაზე მშვიდად მეპასუხა. ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ, არ ესიამოვნა და ირონიულად მითხრა, პირველად რომ გადავიყვანეთ პაციენტი სიჭინავა იქაც იყო ჟურნალისტიო. პრეს-ბარათი ვაჩვენე და ვუხსნი, რომ ქალბატონი ისევ შეუძლოდ არის, თავს ისევ ცუდად გრძნობს და რომ პირღებინა ისევ ჰქონდა. ამ დროს ექიმი არა ადეკვატურ მოძრაობას იწყებს, ნახეთ, მეც შემიძლია გულის არევაო და პირღებინების იმიტაციას იწყებს. ამ დროს კი სიჭინავა ისევ ნახევრად ლურჯია და ისევ ცუდად...
ამბავი ნომერი 9
უკვე შუაღამეა, სიჭინავას ისევ „ტაკიპირინი“ მიაღებინეს და მუქარით წავიდნენ, - თუ კიდევ დავრეკავდით სასწრაფოში, კარაბინიერებს გამოუძახებდნენ.
დასასრული
პ.ს. იტალიის დროით შუაღამეა, მე და ჩემი 10 წლის შვილი სახლში ვბრუნდებით. სკოლაში ვეღარ წავა, რადგან დილით ვეღარ ადგება 7:00 საათზე. ამ დროისთვის სასკოლო პროგრამით მეორე მსოფლიო ომის ისტორიას სწავლობს. ჩუმად მოვდივართ, არცერთი ხმას არ ვიღებთ და უცებ მარიამი იწყებს საუბარს, - დედა ჩემი თავი ახლა 1943 წელში მგონია და მგონია, რომ ებრაელი ვარ. ჩვენ ხომ გვყავს ერთი და იგივე ღმერთი, ჩვენც ხომ გვყავს ერთი და იგივე თოვლის ბაბუა, ჩვენც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ ერთნაირი დღესასწაულები გვაქვს და რატომ არ მოვწონვართ ადამიანებს?
ვცდილობ ავუხსნა, რომ - ვინც როგორია, ისეთია, იმისი ღმერთიც და ვეუბნები, რომ ჩვენ უამრავი, უამრავი კარგი მეგობარი გვყავს, რომელსაც მოვწონვართ და ვუყვარვართ კიდეც. სიმართლეს ვეუბნები, რადგან ცუდად მოქცევას ეროვნება არ გააჩნია, ის ყველგან არის, ყველა ქვეყანაში და ყველა ერში, ისევე როგორც სიკეთე, თანაგრძნობა და სიყვარული.
ჟურნალისტი: ხათუნა შარაძე
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...