27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეს დღე თქვენს ნებისყოფას და სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. ბევრი დაუგეგმავი შეხვედრა, ახალი მოვლენა და ინფორმაცია გელით. სავარაუდოდ, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, რაც არ მოგეწონებათ. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება წინააღმდეგობრივი ემოციები გამოიწვიოს. სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

ამ დღეს სიახლეები და გარემოს შეცვლა გელით. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, საყვარელი ადამიანის თხოვნის შესრულებაზე იზრუნოთ, საღამო კი სახლის მშვიდ ატმოსფეროში გაატაროთ. სასურველია, ხალხმრავალ და ხმაურიან ღონისძიებებს მოერიდოთ. წარსულში დატოვეთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ლოცვისა ან მედიტაციისთვის. ვარსკვლავები დაგეხმარებიან ყველაფერში, რაც კეთილ ზრახვებთან და პიროვნულ ზრდასთან არის დაკავშირებული. საკითხი, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

კირჩხიბი

დღის დასაწყისში მოვლენები სწრაფად განვითარდება - ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დილას გელით. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება არაკეთილგანწყობილი ადამიანის მიერ დაგებულ მახეში გაებათ. საღამოს ტემპი იკლებს და დასვენებას შეძლებთ, თანაც მეგობრებისგან სასიამოვნო სიახლეებს შეიტყობთ.

ლომი

ამ დღეს დიდი ხნის უნახავ ნაცნობს შეხვდებით. სიხარულის პირველმა წუთებმა არ მოგატყუოთ - დაკარგული დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია. თავი შეიკავეთ გარშემომყოფებთან გულწრფელი საუბრებისგან, რომ ჭორაობის მიზეზი არ მისცეთ. ეს დღე გაჩვენებთ, რამდენად ნაყოფიერად იმუშავეთ და ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროა, თქვენს რამდენიმე გეგმას გადახედოთ. თუ გრძნობთ, რომ იღბალს ხელიდან უშვებთ, სხვა საქმის კეთება უნდა დაიწყოთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ - ასე გაცილებით მეტს მიაღწევთ. სხვების შეცდომების გამოსწორება დიდ დროს წაართმევთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ არ ინერვიულოთ, ეს დროებითი სირთულეებია.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა კომერციული ოპერაციების, შორეული მგზავრობისა და საბუთების გაფორმებისთვის. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ ახერხებთ, გზაზე კი გამუდმებით წინააღმდეგობა გხვდებათ, რომლის გადალახვა გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გადადოთ, რადგან ამ დღეს სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ.

მორიელი

თქვენი გამძლეობა და აქტიურობა კოლეგებისა და მენეჯმენტის ქებას დაიმსახურებს. ხელიდან ნუ გაუშვებთ დებატებში ჩართვისა და საკუთარი ინტელექტის გამოვლენის შესაძლებლობას. გამორიცხული არ არის, რომ ასეთ დებატებში პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. ეცადეთ, სიკეთე გამოიჩინოთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც ცოტა ხნის წინ დაგეხმარათ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:  https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/27-ivnisis-astrologiuri-prognozi-4242

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730726771

საინტერესო ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1730723833

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგ...

გიორგი კალანდარიშვილი ENEMO-ს შეხვდა

1730723609

საზოგადოება

თოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე - 5 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასა...

ზოგადი

1730720148

სოციალური მედია

„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შე...

ნინი ქარსელაძე

1730716076

სპორტი

ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი. კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახ...

ვილი სანიოლი