„დაბრკოლებებს, რომელიც დღის განმავლობაში შეგხვდებათ, ყურადღება არ მიაქციოთ“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი
დღეს წარმატების პერიოდი იწყება, გაღვიძებისთანავე თქვით, რომ ბედნიერი ხართ - ამის შესახებ ეზოტერიკოს ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განაცხადა და ისაუბრა, თუ როგორი დღე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს.უნდა გააქტიურდეთ, მნიშვნელოვანი პერიოდი
♈ ვერძი - თქვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეთ. მალე მოვა დასვენების, განტვირთვის დრო, ახლა კი ბოლო საქმეები გაქვთ დასამთავრებელი და ნუ იზარმაცებთ. ენერგიას ნუ გაფანტავთ!
♉ კურო - ძალა გემატებათ, სამყარო სასიცოცხლო ენერგიით უზრუნველგყოფთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ვიზუალურ თუ სულიერ მხარეს. ყველაფერი, რასაც დღეს გააკეთებთ, სასიკეთო იქნება.
♊ ტყუპები - ძალა გემატებათ იმის გამო, რომ კომუნიკაციები თქვენთვის წარმატებულად მუშაობს. გაიცნობთ ნაცნობებს, რომლებიც კარიერაზე დიდ გავლენას მოახდენს, ამიტომ არ დარჩეთ სახლში!
♋ კირჩხიბი - ძალა, რომელიც დღევანდელ დღეს წარმართავს, გეხმარებათ სარგებელი მიიღოთ. შენაძენებისთვის კარგი პერიოდია, ასევე დოკუმენტებზე ხელის მოსაწერადაც.
♌ ლომი - შეფერხება, დაბრკოლება, წინააღმდეგობა შეგიძლიათ დღეს მარტივად გადალახოთ. თუ ეს საჭიროება დადგა, შეგიძლიათ სიყვარული მიაშუქოთ და წინააღმდეგობები თავისით გაქრება. არ შეიძლება კონფლიქტები, ამიტომ ნუ გაღიზიანდებით ემოციურად.
♍ ქალწული - დღეს თქვენთვის არის წინასწარმეტყველების დღე, როცა სამყარო ინფორმაციებს და მინიშნებებს გაძლევთ. მთავარია ეს ყველაფერი დაინახოთ, დაიჭიროთ და მიიღოთ. ეცადეთ, მაქსიმალურად გააფართოოთ ურთიერთობების წრე.
♎ სასწორი - ენერგია დადებითია, ლოცვა, მედიტაცია, სულიერად საკუთარ თავზე ზრუნვა, ყველაფერი საჭიროა. გარკვეული პერიოდი გაიარეთ, რომელიც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებდა, ახლა კი შეგიძლიათ მიჰყვეთ ცხოვრებას სწორი დამოკიდებულებით.
♏ მორიელი - გიმართლებთ, ამიტომ ეცადეთ ეს გამართლება საკუთარი ცხოვრების მოსაწესრიგებლად გამოიყენოთ! კარგი დროა მოგზაურობისთვის, შორ გზაზე წასვლისთვის, მიიღეთ გადაწყვეტილებები.
♑ თხის რქა - შეფერხება, დაძაბულობა, კონფლიქტები გექნებათ, თუმცა ეს ყველაფერი დღის ენერგიის ბრალია, რომელსაც არ უნდა აჰყვეთ, გადალახეთ სირთულეები!
♒ მერწყული - ეცადეთ იგრძნოთ საკუთარი თავის სილაღე. იმ დაბრკოლებებს, რომელიც დღის განმავლობაში შეგხვდებათ, ყურადღება არ მიაქციოთ. არ გაიფუჭოთ ხასიათი, ოპტიმიზმით თქვენ ყველაფერს შეძლებთ.
♓ თევზები - საკუთარი ემოციური მდგომარეობა შეგიძლიათ შეივსოთ ცურვით, გასეირნებით მდინარეზე, ტბაზე ან ზღვის პირზე. გჭირდებათ მინერალები, რომლებიც წყლის ენერგიით გვავსებს, ამიტომ მოიმარაგეთ თილისმები. სიყვარულის დღეები გრძელდება, ეცადეთ, რომ ურთიერთობები მოაწესრიგოთ.
1730726771
საინტერესო ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1730723833
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგ...
1730723609
საზოგადოებათოვლი, ქარბუქი, შტორმი ზღვაზე - 5 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასა...
1730720148
სოციალური მედია„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა. ინფორმაცია ამის შე...
1730716076
სპორტივილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი. კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახ...