იტალიაში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურები
სხვადასხვა ქვეყანას, თავშესაფრის მოთხოვნის განსხვავებული პროცედურა აქვს. მათგან ზოგიერთი, თავშესაფრის მაძიებელ, სტატუსის მოლოდინში მყოფ პირს, ფიზიკური თავშესაფრით და გარკვეული ფულადი დახმარებითაც უზრუნველჰყოფს. იტალიის შემთხვევაში ასე არ არის, განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით. იტალიაში თავშესაფრის მოთხოვნა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, თუმცა, სტატუსის მოლოდინის პერიოდში, პირი ყველა იმ უფლებით სარგებლობს, როგორც ლეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეები და მას აქვს იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.
თავშესაფრის მოთხოვნა, ანუ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად განცხადების გაკეთება, იგივე "აზილო პოლიტიკოს" მოთხოვნა,
იტალიაში თავშესაფრის მაძიებელ, ნებისმიერ პირს, ქვეყანაში შემოსვლისთანავე შეუძლია, სხვადასხვა ქალაქის საემიგრაციო სამსახურებში, პოლიციის განყოფილილებებში, იგივე ქვესტურებში, შემდეგი დოკუმენტებით:
- ბიომეტრიული პასპორტი
- ბიომეტრიული პასპორტის 2 ასლი
- 4 ფოტო, ფორმატით 3×4
ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი ქვესტურა თავიდანვე ითხოვს ასევე "ოსპიტალიტას", რაც სტუმრად ყოფნის სერტიფიკატს ნიშნავს.
თავშესაფრის მოთხოვნისთვის, ზოგიერთ ქვესტურაში ცოცხალი რიგის საშუალებით იღებენ განმცხადებლებს, ზოგან კი, განცხადების დატოვებისთვის განსაზღვრულია შეხვედრის ჩანიშვნა, რაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეუძლია ნებისმიერ პირს.
თავშესაფრის მაძიებელი პირი, ქვესტურაში, ზუსტი ინფორმაციისთვის პირადად უნდა მივიდეს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ითხოვოს თავშესაფარი.
მაგალითად, რომში ცოცხალი რიგის მეშვეობით ხდება თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის გაკეთება, იშვიათად კი, ჩანიშნული შეხვედრის საფუძველზე.
რაც შეეხება განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ ეტაპებს...
რეგისტრაციის შემდეგ, მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი რჩება საემიგრაციო სამსახურში და თავშესაფრის მაძიებელი პირი იღებს "აზილო პილიტიკოს" პრაქტიკის წარმოების სერტიფიკატს, რაც მის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნას ადასტურებს და სადაც შემდეგი შეხვედრის თარიღია დატანილი.
ამის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელ პირს იბარებენ თითის ანაბეჭდების და ფოტოიდენტიფიცირების პროცედურისთვის, რის შემდეგაც, პირი იგივე დაწესებულებაში წერს მოტივს, თუ რის გამო ითხოვს თავშესაფარს იტალიაში და ამავე დღეს იღებს "პერმესო დი სოჯორნო პროვიზორიოს".
ბოლო საფეხური, პრეფექტურაში წარდგენა და კომისიაზე მოტივის განხილვაა.
კომისიის თარიღის შესახებ ინფორმაციას, საემიგრაციო სამსახური თავშესაფრის მაძიებელს, მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე უგზავნის.
კომისია, შეხვედრიდან ერთი თვის ვადაში იღებს დადებით, ან უარყოფითი გადაწყვეტილებას. უარის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელ პირს უფლება აქვს, პასუხის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, სასამართლოში გაასაჩივროს, მიღებული გადაწყვეტილება.

ფიქრია წვერავა
იტალია|რომი
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...
1775499605
სოციალური მედიაილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...
1775496205
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...





























