არაგვის ხიდზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამით ცალ ზოლზე გადაერთვება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობითვე, აღდგენითი სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, ბეტონის სრულად გამაგრებას გარკვეული დრო სჭირდება.
„აღნიშნული მიზეზით, სამუშაოების პერიოდში, 10 დღის განმავლობაში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 23:00 საათიდან 07:00 საათამდე მხოლოდ ერთ ზოლზე განხორციელდება, ხოლო დანარჩენ დროს ტრანსპორტის გადაადგილება ორ ზოლში გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არსებული ხიდის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.
არსებული ხიდი 1973 წელს აშენდა და მის სავალ ნაწილზე პერიოდულად გამოვლენილი დაზიანებების აღდგენითი სამუშაოები მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
1752945124
მსოფლიოალიევი: თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, შესაძლოა, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს
„თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, მისი სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის შანსები ნულს მიუახლოვდება,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზ...
1752943772
მსოფლიოალიევი აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: 7 თვე გავიდა და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 7 თვის გასვლის შემდეგაც რეაგირება არ მოუხ...
1752941630
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ...
1752939877
ახალი ამბებიგიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში
დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ე...
1752936586
მსოფლიოპრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს...