არჩილ გორდულაძე: ოპოზიცია პატრონების დავალებით იცავს ერთ-ერთ მათ მართულ ადამიანს, აგენტს გიორგი ბაჩიაშვილის სახით - ბაჩიაშვილი თავის დასაცავად ყველანაირ სპეკულაციას მიმართავს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მედიასთან აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი თავის დასაცავად ყველანაირ სპეკულაციებს მიმართავს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
„ოპოზიცია პატრონების დავალებით იცავს ერთ-ერთ მათ მართულ ადამიანს, აგენტს გიორგი ბაჩიაშვილის სახით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი არის მსჯავრდებული მძიმე დანაშაულში, მათ შორის დავიცვათ პრეზუმფცია და სხვა დანაშაულებში ბრალდებული არის. ახლა თავის დასაცავად ყველანაირ სპეკულაციას მიმართავს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“.
1752909353
ახალი ამბებიმმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პროგრესით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ანგარიშგების ფარგლებში ბიუროკრატიის და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდიკატორი ზომავს იმას, თუ რამდენად ემორჩილებიან და იცავენ...
1752907479
ახალი ამბებიპაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი - NSDI.GOV.GE ოფიციალურად წარადგინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინოვაციუ...
1752905950
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემ...
1752904808
მსოფლიოევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა
ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღ...
1752870617
მსოფლიოევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ. გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და დანიის შინაგან საქმეთა მინ...