გიორგი ვოლსკი: სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით

სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება [რუსეთისთვის] ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციაში ნატურალური კაუჩუკის იმპორტი, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენება, ლატვიის გავლით ხდება.

„სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება [რუსეთისთვის] ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით. ლატვიასთან დაკავშირებით უკვე უტყუარი ცნობები გვაქვს კაუჩუკთან დაკავშირებით და იქამდე იყო უშველებელი რაოდენობის ვისკის მიწოდება რუსეთისთვის. გადავხედოთ სიტუაციას და კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ არა ორმაგ სტანდარტზე, არამედ იმ კონსპირაციაზე, რაც საქართველოს წინააღმდეგ იგეგმება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში თითქმის 2 ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკია ექსპორტირებული. აღნიშნული ინფორმაცია ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto-ში გავრცელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765913355

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას

„ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკის სფეროში, ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცე...

ირაკლი კობახიძე

1765913318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა

„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1765913278

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...

ირაკლი კობახიძე

1765912600

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...

ირაკლი კობახიძე

1765912567

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...

ირაკლი კობახიძე