გივი მიქანაძე: ჩვენი მთავრობისთვის ძალიან აქტუალურია განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდების არმიის შექმნა - ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენი განათლებისა და განვითარების პროცესს

ჩვენი მთავრობისთვის ძალიან აქტუალურია განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდების არმიის შექმნა - ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენი განათლებისა და განვითარების პროცესს, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე.

“პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ – წლევანდელ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგით ცხოვრების ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყებად.

„საამაყოა, გერქვას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სწორედ ამ უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდნენ ჩვენი სახელოვანი ექიმები, რომლებმაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი და მათი დაარსებული სამედიცინო სკოლები დღესაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

სახელმწიფოსთვის და პირადად ჩვენი მთავრობისთვის ძალიან აქტუალურია განათლებული და კვალიფიციური ახალგაზრდების არმიის შექმნა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თქვენი განათლებისა და განვითარების პროცესს.

ჩვენი ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეული თქვენგანის წარმატებაზე, სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და თქვენ ქმნით ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს. მჯერა, არასოდეს დაივიწყებთ ჰიპოკრატეს ფიცს და ძალიან მალე თქვენ აუცილებლად იტყვით თქვენს სათქმელს, როგორც შემდგარი პროფესიონალები“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752905950

ახალი ამბები

მარიამ ლაშხმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემ...

მარიამ ლაშხი

1752904808

მსოფლიო

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. როგორც თურქეთში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, 15 ივლისიდან თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზის მიღ...

ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

1752870617

მსოფლიო

ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ. გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და დანიის შინაგან საქმეთა მინ...

ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები

1752869396

საზოგადოება

19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

თელასი ცნობით, ქსელში გადართვების გამო, 19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ქუჩების ჩამონათვალი: საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ა...

შუქი

1752866619

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთ...

დაკავება, პოლიცია