გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან ერთად ახალგაზრდული ფორუმი გახსნა

ბაქოში აზერბაიჯანულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ფარიდ გაიბოვმა გახსნეს.
მინისტრებმა ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარების კუთხით სტუდენტთა შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანია ორ ქვეყანას შორის ახალგაზრდული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოება და გამოცდილების გაზიარება.
ფორუმში მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები, პოლიტიკოსები და ახალგაზრდა ლიდერები. დისკუსიები ფოკუსირებული იყო თემებზე: „ახალგაზრდობის როლი აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებაში“ და „ციფრული რევოლუცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მომავლისთვის“.
ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გაიმართება სემინარები, კულტურული ღონისძიებები და საგანმანათლებლო ვიზიტები აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გუბასა და სუმგაითში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ფორუმი ისევე როგორც საზაფხულო ბანაკი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში იმართება და მასში ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტები იღებენ მონაწილეობს.
ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული კვირეული, რომელიც 22 ივლისს დაიწყო და 28 ივლისს სრულდება, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდული კავშირების გაღრმავებასა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
1753550694
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...
1753548735
ახალი ამბებიანაკლიაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
ანაკლიაში, ამორტიზებული იახტკლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი წყალში დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი პლაჟიდან ბულვ...
1753546889
სპორტისანდრო მეგრელიშვილი პარატაეკვონდოში ევროპის ახალგაზრდული თამაშების ვიცე-ჩემპიონია
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი პარასპორტსმენები წარმატებით განაგრძობენ ასპარეზობას. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა სანდრო მეგრელიშვილმა (-70 კ...
1753545657
საზოგადოებაპაპუაშვილი: სანამ შვედეთის საგარეო უწყება არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ვიდრე შვედეთის...
1753543217
სპორტიევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩიგავამ ოქროს მედალი მოიპოვა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიუ...