ირაკლი კობახიძე: 10-წლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა
გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას.
„ელექტროენერგიის გენერაციის მიმართულებით ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით თვითკმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ სრულად თვითკმარი.
თვითკმარში ვგულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით, შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას, რაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4 700 მგვტ დადგმული სიმძლავრე და გვაქვს კონკრეტული, მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში, 10-წლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში, საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით, შეძლებს ექსპორტზე ელექტროენერგიის გატანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1775372539
ახალი ამბებიტრამპი: ირანის სამხედრო ლიდერების უმეტესობა, რომლებიც ქვეყანას ცუდად და არაგონივრულად მართავდნენ, თეირანზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შედეგად განადგურდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური დარტყმების შესახებ განაცხადა. მან შესაბამისი განცხადება და დარტყმების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ა...
1775371547
ახალი ამბებიშსს: აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვს სასამართლომ შეუფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამი წლის ვადით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლე...
1775370077
ახალი ამბებითბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. მათივე ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგ...
1775369354
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +...
1775335615
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში რეგიონი აშშ-სა და ისრაელისთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა
ირანის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა გააფრთხილა აშშ და ისრაელი, რომ ესკალაციის გაგრძელების შემთხვევაში მთელი რეგიონი მათთვის ჯოჯოხეთად გადაიქცევა. „მტრობა თუ გამწვავდ...































