ირაკლი ზარქუა: ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი სარწმუნოება, რელიგია, ჩვენი ეროვნული ღირებულებები შელახონ და თავიანთი მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში

დააკვირდით ბრიტანეთის ელჩის განცხადებას. ის აფინანსებდა ჩერგოლეიშვილს, აფინანსებდნენ „საიას“, გია ჯაფარიძეს და ამ ხალხს უნდა დაედო დასკვნა - სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა თუ არა ადგილობრივი არჩევნები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„მე კითხვა მინდა დავუსვა ამ ელჩს: რატომ ფიქრობს, რომ ეს ქართველი ხალხი შტერები ვართ და ვერ ვხვდებით რა არის მათი მიზანი. კარგად ვნახეთ რას ემსახურებოდა [ბრიტანეთის ელჩი] ასევე, ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩის, რომელიც პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“, - აღნიშნა ზარქუამ.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ბრიუსელიდან, თუ ცალკეული საელჩოების მხრიდან წამოსულ კრიტიკას.
„ბუნებრივია კრიტიკა არ შეწყდება, იმიტომ რომ სწორედ ეს ორგანიზაციები და ეს ადამიანები იყვნენ, ვინც ამ რადიკალებს ახალისებდნენ ძალადობისკენ. ჩვენ ვნახეთ როგორ აფინანსებდნენ მათ შორის USAID-ის ცალკეული პროგრამები. მადლობა კიდევ ერთხელ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ კიდევ უფრო მეტად გააშიშვლა რასაც ჩვენ ვამბობდით. ახლა ეს ასე ვთქვათ მე მედროშეობა ამ რადიკალების დაფინანსების, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა მათ შორის ევროკავშირის ფონდებიდან. მადლობა ღმერთს, ჩვენ მივიღეთ დროულად გრანტების შესახებ კანონი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ღიას და გამჭვირვალეს გახდის. ამას ვერ პატიობენ ქართულ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას და საშუალებას, რომ აქ მაიდანი მოგვიწყონ, აქ ჩვენი ახალგაზრდები თავდაყირა დააყენონ და ცეცხლის ალში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული ღირებულებები შელახონ და თავიანთი მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში“, - აცხადებს ზარქუა.
1749753798
მსოფლიოტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. „არ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც, შესაძლოა, სავსები...
1749751166
საზოგადოებატელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამო...
1749749111
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ
უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფ...
1749746659
ახალი ამბებიგორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ, გარდაცვლილია...
1749745478
ახალი ამბები„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ
„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...